IBSU-ს სტუდენტებმა AUF-ის პროექტში გაიმარჯვეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თაკო უტიაშვილმა და ელენე წულაიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პოდგორიცაში, მონტენეგროს უნივერსიტეტში გაიმართა. 70-ზე მეტ სტუდენტს 18 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონტენეგროს უნივერსიტეტის პროგრამებსა და პროექტებს.