2024/2025 სასწავლო წლის შიდა მობილობის ვადები
10.07.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შიდა მობილობის ვადები განისაზღვრა:
2024 წლის 26 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით – შიდა მობილობის წესით სკოლის/პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების IBSU-ს სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრაცია; განცხადების ფორმის მისაღებად მოთხოვნა გაგზავნეთ ელფოსტაზე: studentaffairs@ibsu.edu.ge
კრედიტების აღიარება ჩასარიცხ პირთა შესახებ IBSU-ს სკოლების მიერ:
- ბაკალავრიატი: 2024 წლის 26 აგვისტო 2 სექტემბრის ჩათვლით
- მაგისტრატურა, დოქტორანტურა: 2024 წლის 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით
IBSU-ს და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება:
- ბაკალავრიატი: 26 აგვისტო-2 სექტემბერი
- მაგისტრატურა, დოქტორანტურა: 16-22 სექტემბერი
შიდა მობილობის წესით სტუდენტის სკოლის/პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება:
- ბაკალავრიატი: 26 სექტემბერი
- მაგისტრატურა, დოქტორანტურა: 15 ოქტომბერი
შიდა მობილობისთვის მიმართეთ სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურს:
- ელფოსტა: studentaffairs@ibsu.edu.ge
- თამთა ჩხენკელი | tamta.chkhenkeli@ibsu.edu.ge
- ნათია მაისურაძე | nmaisuradze@ibsu.edu.ge
ოთახი A208