[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/796938-ibsu-s-rektori-da-prorektori-ganatlebis-mimartulebit-elfa-s-generalur-asambleas-daescrnen 

IBSU-მ უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ მორიგ ნაკადს უმასპინძლა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის პროფესიის საფუძვლებს და შეისწავლეს არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი), არქიტექტურული ხაზვა, არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები და მაკეტის შექმნა (მოდელირება).

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროგრამაში და კვლევითი სტიპენდია მოიპოვა. კვლევითი მობილობის პროგრამის ფარგლებში, პროფ. დალი ოსეფაშვილმა ორი თვით ეწვევა გერმანიას და ეიხშტატ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (ბავარია) ჟურნალისტიკის კვლევით ინსტიტუტში გერმანელ კოლეგასთან კოლაბორაციით იმუშავებს პროექტზე

IBSU-მ უმასპინძლა ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მასიმილიანო ბერზოტის (იტალია), ადრიანა ფილიფის (საფრანგეთი), ჯორჯ მულლერს (დიდი ბრიტანეთი) და ევგენია ნივაკოვიჩს (სერბეთი). შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ უნივერსიტეტის და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო პოტენციალის შეფასების მიმართულებით. ასევე, ყველაზე