IBSU-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება
ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
IBSU-ს ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, მათ შორის პროფესორ სებასტიან კოტს, რომელიც პოლონური ჟურნალის "მენეჯმენტის კვლევები" მთავარი რედაქტორია. პროდუქტიულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივებზე კვლევის და IBSU-ს ბიზნესის ჟურნალის განვითარების მიმართულებით. ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები.
IBSU-ს წარმომადგენლები ევროპის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ
IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აზერ დილანჩიევი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მენეჯერი, მედინა მამედოვა, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიაში, ევროპის ბიზნესის სკოლის (ISAG) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. პორტუგალიაში გამართულ შეხვედრებზე, აზერ დილანჩიევმა და მედინა მამედოვამ სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელთან ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის