[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან "სახლი." მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით. ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების ცნობადობის ამაღლებასა და განვითარებას პიროვნული ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის

“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა IBSU-ს ასოცირებული პროფესორის, საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის, პოლიტოლოგის, მსოფლიო გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ნიკა ჩიტაძის წიგნის “გეოპოლიტიკა” პრეზენტაცია/განხილვა. წიგნში „გეოპოლიტიკა“ ავტორი განიხილავს გეოპოლიტიკის სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტს. კერძოდ, წიგნში გააზრებულია გეოპოლიტიკის როლი

IBSU-ს ასისტენტ-პროფესორმა, ნატო ფაჩუაშვილმა მისი სადებიუტო წიგნის “წიგნებში მოხეტიალე” პრეზენტაცია გამართა. ავტორმა ისაუბრა წიგნის მთავარ გზავნილებზე და წაიკითხა ამონარიდები წიგნიდან. პრეზენტაციის დამსწრეები ჩაერთნენ ლიტერატურულ დისკუსიაში, მოისმინეს მკითხველების შთაბეჭდილებები და ფრაგმენტები აუდიო წიგნიდან, რომელსაც ახმოვანებს ბრიტანელი გამხმოვანებელი Amazon–ის, iTune-ისა და Audible–ის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გამართა, რომელშიც თბილისის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. დებატებში გაიმარჯვა თბილისის 180-ე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც სამართლისა და სახელმწიფო სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი, კახა შენგელია და IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (IRO) ხელმძღვანელი, ნინო ჩალაბაშვილი დაესწრნენ NAFSA 2024-ს, მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია/გამოფენას, რომელიც ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში გაიმართა. NAFSA-ს ყოველწლიური კონფერენცია/გამოფენა აერთიანებს ათასობით პროფესიონალს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და მოიცავს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს საქველმოქმედო კლუბის წევრმა სტუდენტებმა ბავშვები სიმბოლური საჩუქრებით გაახარეს. სტუდენტები და ჩვენი პოზიტიური მასკოტი ესტუმრნენ კლინიკა „M მედი 22“-ს და იქ მყოფ ბავშვებთან ერთად მხიარული დრო გაატარეს.