მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განახლებული სტრატეგიული დოკუმენტი განიხილეს
IBSU-ს სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მელიქიძემ მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე უნივერსიტეტის განახლებული სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც მოიცავდა IBSU-ს ხედვას, მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს. პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს განახლებული ხელშეკრულებები და აკადემიური პერსონალის აფილირების პირობები.