სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘ბიზნეს ანბანი’ ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ორდღიანი უფასო ტრენინგი 'ბიზნეს ანბანი' ჩაატარეს. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ფინანსებისა და ტურიზმის შესახებ. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 16-17 ნოემბერს.
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან "ყავა და ჩაი დეკანთან." პირველი შეხვედრის ფარგლებში არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში სკოლის დეკანმა მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და სკოლაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები. დეკანმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი "ყავა
საინფორმაციო შეხვედრა აშშ-ში გაცვლით პროგრამებზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა, თეა კუჭუხიძემ და თათა თოდრიამ, IBSU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის UGRAD, Fulbright, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.
სენტ-ეგზიუპერის სკოლაში IBSU-ს ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩატარდა
IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა, მარი ლეთოდიანმა და ლუკა ამბალიამ, ფრანგულ-ქართულ სკოლაში ტრენინგი „ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის“ ჩაატარეს. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სახალისო აქტივობის საშუალებით გაცნობოდნენ პროფესიის სპეციფიკას,
IBSU-მ მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური გამართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური გამართა. ორდღიან ტრენინგზე მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი, მსაჯებისგან მიიღეს უკუკავშირი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. დებატები გაიმართა ბრიტანული საპარლამენტო სტილით. მომდევნო ტური გაიმართება
IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.
IBSU-ს სტუდენტები Liberty Bank-ის სტუდენტური დასაქმების კამპანიის გახსნას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაესწრნენ Liberty Bank-ის სტუდენტური დასაქმების კამპანიის 'Craft Your Future Career' გახსნას. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ფინანსური, საბანკო და ტექნოლოგიური
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი საერთაშორისო კვირეულში: “Connecting to world” მონაწილეობდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში: "Connecting to the world." კვირეული მოიცავდა, როგორც სალექციო სესიებს სტუდენტებისთვის, ასევე ვორქშოფებს ლექტორებისთვის.
UNI4VERSE სტარტაპ კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის 'UNI4VERSE' საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ. შეხვედრა დაეთმო კონკურსის ძირითად თემას - "მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები," რომელსაც უძღვებოდნენ GITA-ს წამყვანი ექსპერტები. შეხვედრაზე
BDO-ს ფინანსური აუდიტის ვორქშოფი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი უნიკალური ვორქშოფი ფინანსური აუდიტის თემაზე, რომელსაც აუდიტორული კომპანია BDO-ს წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ. სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ფინანსური და აუდიტის პროცესებში. ვორქშოპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აუდიტის ბაზრის მიმოხილვას,