IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.
IBSU-ს სტუდენტები Liberty Bank-ის სტუდენტური დასაქმების კამპანიის გახსნას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაესწრნენ Liberty Bank-ის სტუდენტური დასაქმების კამპანიის 'Craft Your Future Career' გახსნას. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ფინანსური, საბანკო და ტექნოლოგიური
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი საერთაშორისო კვირეულში: “Connecting to world” მონაწილეობდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში: "Connecting to the world." კვირეული მოიცავდა, როგორც სალექციო სესიებს სტუდენტებისთვის, ასევე ვორქშოფებს ლექტორებისთვის.