შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლა მანშის ტემპუსის ფარგლებში კონფერენციას
24.06.201523-24 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლა მანშის ტემპუსის ფარგლებში
კონფერენციას თემაზე: უმაღლეს განათლებაში ცვლილებების მართვა. ლა მანშის პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სომხეთში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის ხელშეწყობა. ლა მანშის კონსორციუმი წარმოადგენს 29 დაწესებულების ამხანაგობას – 23 უმაღლესი სასწავლებელი აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონებიდან, 5 ევროკავშირის ქვეყნებიდან და ერთი ბიზნესის განვითარების კომპანია გაერთიანებული სამეფოდან. კონსორციუმი წარმოდგენილია 10 ქვეყნით: 5 პარტნიორი ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონიდან – სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა და 5 ევროკავშირის ქვეყანა – ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, პორტუგალია და გაერთიანებული სამეფო.
კონფერენცია გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ქალბატონმა ნათელა დოღონაძემ და ეროვნული ერასმუს+ საქართველოს წარმომადგენელმა ქალბატონმა ნინო ურუშაძემ. ლა მანშის პროექტსა და სტრატეგიებზე ისაუბრა პროექტის კოორდინატორმა კრისტინა არმუტლიევამ. კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ირინე დარჩია – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ლაშა მარგიშვილი – განათლების ხარისხის ხელშეწყობის ეროვნული ცენტრი; მელანი შოუ – ბირმინგამის საუნივერსიტეტო კოლეჯი, გაერთიანებული სამეფო; ნეტკა დიმიტროვა – ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი; ჟოზე ლუის პარდაო ექსპოსდო და ლეონელ დომინგეს დუესდადო – ბრაგანცას პოლიტექნიკური უივერსიტეტი, პორტუგალია; ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო უმაღლესი განათლების ინსტიტუტების მოდერნიზებასა და განვითარებაზე.