კონფერენცია ,,სამედიცინო ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივები
29.05.201529 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სამედიცინო ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივები“.
ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანმა, მეთინ მერჯანმა.
კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები გახლდათ: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო ტურიზმის ს/პრ ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ სააკაშვილი; სამედიცინო ტურიზმის ექსპერტი და კომპანია ,,მედტური საქართველოს“ დამფუძნებელი, პაატა რატიანი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 9 უმაღლესი სასწავლებლის (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის საწავლო უნივერსიტეტის) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებმა და აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორებმა. ღონისძიების მონაწილეები ასევე გახლდათ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; კომპანია ,,სევენთი“; ტურისტული სააგენტოები; პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი“; არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და წარმომადგენლები.
მოგახსენებთ, რომ კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლდათ.
შეხვედრის მთავარ მიზანს სამედიცინო ტურიზმის პროპაგანდა და საზოგადოებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა.