[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

2021-2022  სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსება

19.05.2022

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  და მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  სტუდენტების   2021-2022  სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსება

თბილისის   მერია   18  მაისიდან  იწყებს  განცხადებების  მიღებას თბილისში რეგისტრირებული   შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში  სტუდენტებს  სწავლა  დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა,  დოქტორანტურა).

სწავლის დაფინანსება  განხორციელდება  სემესტრულად,   დაფინანსების ოდენობა წლიურად   შეადგენს   არაუმეტეს   2 250 ლარს,  ხოლო  სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს  და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე,  კერძოდ:

  • 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათლით –  სემესტრული თანხის   100%  (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით  –  სემესტრული თანხის  100% (1 125 ლარი) მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის;
  • ტოლია ან  ნაკლებია  70  ქულაზე  –  სემესტრული თანხის   არაუმეტეს 70% (787.50 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტისათვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის  და  ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის.

 

 

დაფინანსების  მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი ან  საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
  • თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია  ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

 

განცხადების მიღება დაიწყება  2022 წლის  18 მაისიდან და  გაგრძელდება 10 ივნისის  ჩათვლით. (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია,  შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს    განცხადებების  შემოტანა ასევე   შეუძლიათ   თბილისის  რაიონული გამგეობების    სერვის    ცენტრებში  ან  ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge  (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების წესი