რა? სად ? როდის ? – ფინალი
24.11.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტ კლუბის ორგანიზებით, “რა? სად? როდის?” ფინალი გაიმართა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებმა ფინალში მოსახვედრად 4 ეტაპი გაიარეს, თითო ტურში მონაწილეებს 15 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა.
მეორე ტურში – 10 გუნდი გადავიდა, მესამეზე-5, ფინალი კი 20 ნოემბერს – 3 გუნდს შორის გაიმართა. ”მტკვარდალეულები”, ”ვალჰალა” და ”შიკანა” დღეს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება კი გუნდმა ”შიკანამ” მოიპოვა!
აღსანიშნავია, რომ კონკურსს ამდენი მონაწილე სხვა დროს არ ჰყოლია.