[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პროფესორი დოქტორი აივორ თიმისი დიდი ბრიტანეთიდან

16.01.2018

10 იანვარს, სწავლების ხელოვნების ცენტრსა და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს პროფესორი დოქტორი აივორ თიმისი Leeds Beckett University (Leeds, UK) ეწვია. პროფესორი აივორი იბსუს ჟურნალის "შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების განათლების ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრია.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადოქტორო დისერტაციების თანახელმძღვანელობას განათლების მეცნიერებების პროგრამაზე, ერთობლივ კვლევებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე.

იავორ თიმისი დაახლოებით 30 წელია  მასწავლებელია და მუშაობს როგორც მასწავლებელთა ტრენერი და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელი. მისი კვლევის ძირითადი ინტერესები  დაკავშირებულია ზეპირი/ სასაუბრო ენის სწავლებასთან. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჟურნალებში "ინგლისური ენის სწავლება" და "გამოყენებითი ლინგვისტიკა". ამასთან, ის  "TESOL-ის კვარტალური მიმოხილვის" სარედაქციო კოლეგიის წევრია. აივორ თიმისი რამდენიმე წიგნის ავტორია ინგლისური ენის სწავლებისა და ლინგვისტიკის დარგში.