[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შეხვედრა ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

02.03.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ (ასტანა, ყაზახეთი), კერძოდ საჯარო პოლიტიკის კურსდამთავრებულთა სკოლის დეკანი დოქტ. ვენგ ტატ ჰუი, აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნ დინარა აშიკბაევა და ხალხთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ქ-ნ იულია კაუფმანი.

ბ-ნ ვენგმა ჩაატარა პრეზენტაცია და დაწვრილებით ისაუბრა ნაზარბაევის უნივერსიტეტის შესახებ, კერძოდ კურსდამთავრებულთა სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრიორიტეტებზე, მიღების პროცედურებისა და უცხოელი სტუდენტებისთვის სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. ორივე მხარემ განიხილა უახლოეს მომავალში საინტერესო ერთობლივი პროექტების, გაცვლითი პროგრამების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ჩატარების პერსპექტივები.