[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს საქმე ევროკავშირის რეზოლუციაში შევიდა

16.11.2018

„ევროკავშირი უკიდურესად შეწუხებულია წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ თავის მოქალაქეებზე მიმართავს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, „ასოცირების შეთანხმების” შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტზე წნეხი, სავარაუდოდ, გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო ხორციელდება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს შემთხვევა კარგად შეისწავლოს და უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც უნივერსიტეტის მიმართ მიიღება, სრულიად შეესაბამებოდეს ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს წნეხთან გამკლავებაში, რომელსაც, მათ წინააღმდეგ, ბოლო თვეებია თურქეთი ახორციელებს. 

იმავე თემაზე: https://goo.gl/xSy1tu