საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
23.09.2020შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიღება იწარმოებს დამატებით 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით. აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე: sseduhum@ibsu.edu.ge. გამოცდის დღეს კი წარმოადგინოს ორიგინალი დოკუმენტაცია.
• ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
• უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• 2 ფოტო (3X4) და CD-ზე;
• რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
• საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს მისთვის მინიჭებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისი შზსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა; გამოცდა ჩატარდება 29 სექტემბერს, 10:00 საათზე, ხანგრძლივობა 90 წუთი (ოთახი #A101).