[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის განახლება უნივერსიტეტში

05.03.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, განახორციელა რისკების შეფასება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, ლექტორებისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით.

2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი უნივერსიტეტში 15 მარტიდან განახლდება შერეული (ჰიბრიდული) მეთოდით ბაკალავრიატის პირველი, მეორე და მესამე  კურსელებისათვის.  რაც გულისხმობს სტუდენტებსა და ლექტორებს მიეცეთ არჩევანის საშუალება სწავლა განაგრძონ დისტანციურად ან აუდიტორიებში. ხოლო, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები სწავლას განაგრძობენ დისტანციურად, გარდა პრაქტიკული, კლინიკური და ლაბორატიული სამუშაოებისა, საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, გასათვალისწინებელია:

  • ლექტორებს, რომლებიც წარმოადგენენ დაინფიცირებულთა კონტაქტს, აქვთ ქრონიკული დაავადებები ან მიეკუთვნებიან მაღალი რისკის მქონე ასაკობრივ კატეგორიას, ენიჭებათ უფლებამოსილება, პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინირებით, აირჩიონ სწავლების ფორმატი.
  • სტუდენტთა ნაწილი, რომელიც აირჩევს სააუდიტორიო სწავლების ფორმატს გამოცდებს ჩააბარებს უნივერსიტეტში, ხოლო დისტანციური ფორმატის არჩევის შემთხვევაში – დისტანციურად.
  • აღნიშნული გადაწყვეტილების შეთანხმება მოხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და შეთანხების გათვალისწინებით მიიღებს საბოლოო სახეს.
  • სააუდიტორიო სწავლების ფორმატის არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტში მყოფი ყველა პირი პასუხისმგებლობას იღებს დაიცვას რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმები.
  • უნივერსიტეტმა გაიარა სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის შემოწმება და აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, ამასთან უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
  • კონკრეტულ ჯგუფში ინფიცირების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სასწავლო პროცესი სრულად გადაინაცვლებს დისტანციურ რეჟიმში.
  • საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებები ექვემდებარება გადახედვას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და პროდუქტიულ სასწავლო წელს!