[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები

25.06.2021

განისაზღვრა 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:

  • 2021 წლის 16-22 ივლისი – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია ფაკულტეტის/სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ;
  • 2021 წლის 24 – 28 აგვისტო – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ ფაკულტეტის/სკოლის გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
  • 2021 წლის 30 აგვისტოდან 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობის მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
  • 2021 წლის 3 სექტემბერი – შიდა მობილობის წესით ახალ პროგრამებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება და აკადემიური რეგისტრაცია;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და მითითებულ ვადებში მიმართოთ განცხადებით ადმინისტრაციულ საქმეთა მენეჯერს, როგორც საკონტაქტო პირს, სასურველი პროგრამის შესაბამისად.