[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.08.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაცია დაიწყო.

როგორია სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში მიღების პროცედურები და პირობები?
კითხვებს სკოლის დირექტორი ილიას უსთუნიერი პასუხობს:

– იბსუ-ს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში  საბუთების მიღებამდე  კანდიდატებმა ელექტრნული რეგისტრაცია უნდა გაიარონ?

დიახ, ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ლინკზე, 26 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე. საბუთების შეტანა შესაძლებელია ონლაინ 30 აგვისტოდან. სარეგისტრაციო ბმული:

– რა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებია უნივერსიტეტში და რა ღირს?

უნივერსიტეტში 11 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამა მოქმედებს. კერძოდ,

სამაგისტრო პროგრამები

მარკეტინგი – 4500 ლარი
აშშ-ს საგარეო ურთიერთობები – 3540 ლარი
განათლების ადმინისტრირება (ქართული სექტორი) – 3540 ლარი
ფინანსები (ქართული სექტორი) – 4500 ლარი
ციფრული მედია და კომუნიკაცია – 3750 ლარი
მენეჯმენტი – 4500 ლარი
საერთაშორისო ურთიერთობები – 4200 ლარი
კომპიუტერული მეცნიერება – 3540 ლარი
განათლების ადმინისტრირება (ინგლისური სექტორი) – 3540 ლარი
ფინანსები (ინგლისური სექტორი) – 4500 ლარი
შედარებითი კომერციული სამართალი – 4500 ლარი

სადოქტორო პროგრამები

განათლების მეცნიერებები – 3540 ლარი
ამერიკისმცოდნეობა – 3540 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირება – 4500 ლარი
კომპიუტერული მეცნიერება – 3540 ლარი

– რა შეღავათებით სარგებლობენ კანდიდატები?

– ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მაგისტრატურაში სწავლა ერთი  წელი 2500 ლარი ღირს, ხოლო დოქტორანტებისთვის მოქმედებს 25-% -იანი  ფასდაკლება. რაც შეეხება სხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთვარებულებს, სამაგისტრო პროგრამებზე მათ შეუძლიათ მიიღონ 20%-იანი ფასდაკლება, თუ 7 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან  რეგისტრაციას ბმულზე.

– რა საბუთები უნდა წარმოადგინონ კანდიდატებმა?

  1. აპლიკაციის ფორმა (იხ. ფაილი) (აპლიკაციის ფორმა უნდა ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგინოთ);
  2. პასპორტის ასლი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  4. დიპლომის დანართი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ნიშნების ფურცელის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. საერთო სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი (მაგისტრანტობის აპლიკანტებისათვის)
  6. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. ორი ფოტოსურათი, ელ. ვერსიასთან ერთად (CD);
  8. რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  9. საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) – (მხოლოდ დოქტორანტობის კანდიდატებისათვის).

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები (მითითებული დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებული) უნდა გადმოაგზავნოთ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მეილზე: graduateschool@ibsu.edu.ge Subject-ში მიუთითეთ პროგრამა, რომელ პროგრამაზეც აპირებთ სწავლის გაგრძელებას. არასრულად გადმოგზავნილი დოკუმენტები არ განიხილება! (უნივერსიტეტში ამობეჭდილი სახით დოკუმენტების მოტანა არ არის საჭირო)

– როგორ  და როდის ჩატარდება მაგისტრატურაზე მისაღები გამოცდები?

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების საკითხები გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, (საკითხები ნახეთ აქ). რაც შეეხება სადოქტორო პროგრამებზე მიღების პირობას,  სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატების  მიღება ხდება ინგლისური ენის გამოცდის (საჭიროების მიხედვით) და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე კანდიდატმა პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) კომისიის წინაშე.

სამაგისტრო მისაღები გამოცდები ჩატარდება 14-16 სექტემბერს. გასაუბრება სადოქტორო პროგრამის აპლიკანტებისთვის ჩატარდება 17-22 სექტემბერს. სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კანდიდატები უნდა დაუკავშირდნენ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ადმინისტრაციული და აკადემიური საკითხების კოორდინატორს ქ-ნ მარიამ კუჭავას – ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151), მობ: 5 95 27 70 70 ;  E-mail: mkuchava@ibsu.edu.ge;graduateschool@ibsu.edu.ge