საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა საყურადღებოდ!
01.09.2021შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვიტა, საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩაატაროს ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – პირველადი რეგისტრაცია
პირველადი რეგისტრაცია ჩატარდება 13-20 სექტემბერს, ელექტრონულად;
პირველკურსელები მიიღებენ სარეგისტრაციო ლინკს, სადაც შეძლებენ ატვირთონ ინფორმაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები;
სარეგისტრაციო ლინკი გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და Facebook გვერდზე რეგისტრაციის დაწყებისთანავე – 13 სექტემბერს.
პირველადი რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტები:
შიდა გრანტით სარგებლობისთვის, რეგისტრაციის დროს, სტუდენტებმა უნდა ატვირთონ გრანტის სარგებლობისთვის საჭირო, დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის ფოტო მასალა;
მეორე ეტაპი – საბოლოო რეგისტრაცია
საბოლოო რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პირველკურსელები მოვიდნენ უნივერსიტეტის კამპუსში 20-24 სექტემბერს და მოიტანონ ორიგინალი დოკუმენტები:
- ატესტატის ორიგინალი;
- პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
- ელექტრონული ფოტოსურათი (დისკზე) და ფოტოსურათი 3X4(2 ცალი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
სწავლის საბოლოო საფასურის კალკულაცია (სახელმწიფო და შიდა გრანტის გათვალისწინებით) მოხდება საბოლოო რეგისტრაციის დროს.
სწავლა დაიწყება 27 სექტემბერს
გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ სასწავლო წელს !