IBSU უმასპინძლებს საჯარო ლექციას “მედიაგარემო 2021 წლის არჩევნების წინ”
01.11.2021IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამა მასპინძლობს მამუკა ანდღულაძის საჯარო ლექციას “მედიაგარემო 2021 წლის არჩევნების წინ”.
ლექციისას მიმოხილული იქნება 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინარე პერიოდში საქართველოში არსებული მედიაგარემო.
ჩატარების დრო: 2 ნოემბერი, 12:00 საათი
ჩატარების ადგილი: Online https://meet.google.com/sgw-nqcj-ykv
სპიკერის შესახებ: მამუკა ანდღულაძე ამჟამად არასამათავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მედიის პროგრამის მენეჯერია. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოში მედია პლურალიზმისა და ინტერნეტ მმართველობის პროექტების ოფიცრად. ასევე იკავებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ მედია და უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას.
მამუკა ანდღულაძეს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი ადამიანის უფლებათა და მედია სამართლის მიმართულებით გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
მამუკა ანდღულაძეს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი ადამიანის უფლებათა და მედია სამართლის მიმართულებით გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.