[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის სემინარი იბსუ-ში

04.11.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა 16 ნოემბერს მასპინძლობს ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტისა და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით დაგეგმილ სემინარს, თემაზე: „ენერგო და კლიმატის დიპლომატია, ენერგო ეფექტურობა და ენერგო მენეჯმენტი“. პროექტი ხორციელდება გაეროსა და ბულგარეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

 

სემინარის მიზანია, მონაწილეების ცოდნის ამაღლება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. ამავდროულად, სემინარი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის ინიციატივები ენერგეტიკისა და კლიმატის მიმართულებით, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის ენერგო უსაფრთხოების მიმართულება.

 

სემინარს გაუძღვებიან ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ექსპერტები. სამუშაო ენა: ინგლისური.

 

სემინარი განკუთვნილია იბსუ-ს სტუდენტებისთვის და ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში.

სემინარის სარეგისტრაციო ბმული.