ბიზნესქეისების კონკურსი 2021
11.11.2021ბიზნესის ფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება − ბიზნეს ქეისების კონკურსი 2021 – იწყება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტის გუნდი კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობს. შარშან კონკურსის გამარჯვებული იბსუ-ს გუნდი გახდა, გუნდის წლევანდელი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
- შალვა მოსიაშვილი – სტუდენტი
- ანზორ ვეშაპიძე – სტუდენტი
- გელა მამულაშვილი – სტუდენტი
- მეგი მწყერაშვილი – სტუდენტი
- ქეთევან მარგალიტაშვილი – მაგისტრატურის სტუდენტი
- ნინო ქარდავა – კურსდამთავრებული
გარდა ძირითადი გუნდისა, იბსუ-ს სხვა სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ კონკურსში და დააკომპლექტონ დამატებითი გუნდი. ამისთვის, საჭიროა რეგისტრაცია. კონკურსისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: არ გაჩერდე, საქართველო (bankofgeorgia.ge)
პროექტი TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით და აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი TBSC Consulting-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 2018 წლიდან თანამშრომლობს.