საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს ახალ სტუდენტურ პროექტს “IBSU მარკეტერები”
24.12.2021საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს ახალ სტუდენტურ პროექტს “IBSU მარკეტერები.” პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო PR კამპანიის შექმნაში და მართვაში.
პროექტი გულისხმობს არაანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. “IBSU მარკეტერები” იმუშავებენ სასწავლო პროგრამების პრომოუშენისთვის საჭირო კონტენტის შექმნაზე, ანიმაციური ვიდეო რგოლების მომზადებაზე, სამიზნე აუდიტორიასთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებაზე და სხვა აქტივობებზე.
პროექტი მისცემს შესაძლებლობას სტუდენტებს, იმუშაონ კრეატიულ გარემოში და მიიღონ გამოცდილება მარკეტინგის კუთხით.
“IBSU მარკეტერები” 10 სტუდენტისგან შექმნილი გუნდი იქნება, რომელიც დაკომპლექტდება სამი გრაფიკული დიზაინერით, ორი ქოფორაითერით, სამი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტით, ერთი Motion დიზაინერით და ერთი ჯგუფის ლიდერით.
სხვა დეტალები პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე.