[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მოსწავლეთა ზამთრის მე-9 ოლიმპიადა

25.02.2022

27 თებერვალს, დილის 09:30-10:00 გაიმართება მოსწავლეთა ზამთრის მე-9 ოლიმპიადის საცდელი ტური, ხოლო ძირითადი ტური 10:00-15:00 სთ-ზე გაიმართება.

საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ:

საცდელი ტური (09:30 – 10:00)
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56

ძირითადი ტური (10:00 – 15:00)
მე-8 კლასამდე:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=144

9-10 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=145

11-12 კლასები:
http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=146

მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად დაგეგზავნებათ საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი მომხმარებლის სახელები და პაროლები! თუ ასეთი ინფორმაცია არ მიიღეთ შაბათს საღამოს 11  საათამდე, აუცილებლად შეამოწმეთ სპამი. თუ იქაც არ იქნება, მოიწერეთ ფოსტაზე: mandariag@gmail.com და მომხმარებლის სახელს  და პაროლს მოგაწვდით დამატებით.

გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად აკრძალულია მომხმარებლის სახელის და პაროლის სხვისთვის გაზიარება. ამ შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება შეჯიბრებიდან. ასევე შეჯიბრიდან მოიხსნებიან პლაგიარიზმში (გადაწერაში) შემჩნეული მოსწავლეები (გადამწერიც და ვინც გადააწერინა ისიც). ნაშრომები პლაგიარიზმზე  გადამოწმდება სპეციალური პროგრამითაც და თვალითაც. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველა მოსწავლე დაიცავს პატიოსანი წერის პრინციპს და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება.

საცდელ ან ძირითად ტურზე სისტემაში შესვლის დროს წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში მოგვწერეთ ე-მაილზე: gurkot@gmail.com

ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს მომდევნო განცხადებებს!!!

გისურვებთ წარმატებებს!!!