IBSU-სა და TSI-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
11.03.2022საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ანჟელიკა სმაგინა და ტრასნპორტისა და ტელეკომუნიკაციის უნივერსიტეტის სტუდენტთა დაქირავებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარია ლობანოვა ესტუმრნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რათა შეესწავლათ თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობა, როგორიცაა სტუდენტთა და თანამშრომელტა გაცვლითი პროგრამა, კვლევა და განვითარება, ერთობლივი კონფერენციები, ერთობლივი ხარისხი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში. 7 მარტს TSI და IBSU-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი. TSI და IBSU-ს აქვს საერთო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებასა და ბიზნესში.
ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტი არის ყველაზე დიდი აკრედიტირებული კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულება რიგაში, ლატვიის დედაქალაქში. ის დაარსდა 1999 წელს, თუმცა ასევე მასში შედის ტექნიკური და საავიაციო სკოლა, რომელიც 1919 წლით თარიღდება.