სააუდიტორიო სწავლების ფორმატზე გადასვლა
29.03.2022ძვირფასო სტუდენტებო!
გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში 2 მაისიდან სრულად გადავა სააუდიტორიო სწავლების ფორმატზე, ხოლო მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აუდიტორიებში სწავლა განახლდება 16 მაისიდან.
ძალაში რჩება საბაზისო რეგულაციები, როგორიცაა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და დისტანციის დაცვა.
გისურვებთ ნაყოფიერ საგაზაფხულო სემესტრს და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას!