სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“
07.04.20222022 წლის ივნისის თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის მიზნებია:
- თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა;
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
- კვლევების წახალისება;
- უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ, Google Meet – ის პლატფორმის საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/q5VycMKefewhw6T38
კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“.
გამარჯვებული ავტორების სტატიები გამოქვეყნდება სოციალურ მედიაში.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: FB ღონისძიება
მნიშვნელოვანი თარიღები:
➡️5 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით – მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება.
➡️10 მაისი – კონფერენციის შემდეგ ეტაპზე მონაწილე ნაშრომების გამოვლენა;
➡️31 მაისი – საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
➡️11 ივნისი – კონფერენციის გამართვა, ნაშრომების წარდგენა;
➡️10 ივლისი – კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების ნაშრომების ონლაინ კრებულის გამოცემა.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: Google form – სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“
კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 11 ივნისს.