[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები IBSU-ს რექტორს შეხვდნენ

28.04.2022

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში (AUF Géorgie) თამარ ღარიბაშვილი და  სააგენტოს ფრანგი სტაჟიორი საბრინა ფაგე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და უნივერსიტეტი  სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ფრანკოფონიის სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთის არსებული პროექტები, როგორც ლექტორებისთვის, აგრეთვე სტუდენტებისთვის.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში მსოფლიოს 116 ქვეყნის 944 უნივერსიტეტია გაწევრიანებული.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია 2019 წლიდან.