2021-2022 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტების დახურვის საზეიმო ღონისძიება IBSU-ში
31.05.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი, კანცლერი ბატონი ექრემ დინდაროლი და ვიცე რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით ქალბატონი ნინო ჯოჯუა შეხვდნენ პროექტებში ჩართულ სტუდენტებს, მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის და სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, პროექტებში ჩართულ სტუდენტებს ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა და IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა სამოტივაციო ტრენინგიც ჩაუტარა.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში მოქმედებს რამდენიმე სტუდენტური პროექტი:
ბიზნეს ანბანი;
სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის;
სამართლის სკოლა;
არქიტექტურის სკოლა;
IBSU მარკეტერები.
წლევანდელ სასწავლო წელს IBSU-ს სტუდენტური პროექტებით ისარგებლა, საქართველოს მასშტაბით, საჯარო თუ კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის 5000-მდე მოსწავლემ. ტრენინგების მსვლელობისას ისინი ეცნობოდნენ არა მხოლოდ IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ ჰქონდათ სხვადასხვა პროფესიის გაცნობის საშუალებაც, სახალისო-შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით.