[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“  ახალი სეზონი დაიწყო

01.12.2022

თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა ან საინვესტიციო საბანკო საქმიანობა პროგრამა შენთვისაა.

სტუდენტური პროგრამის, რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა სტუდენტმა მიიღოს რეალურ სამუშაო გარემოში საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და სამუშაო გამოცდილება.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში,სტუდენტებს  შანსი აქვთ სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, თიბისი კაპიტალის გუნდს შეუერთდნენ. პირველ ან მეორე ადგილზე გასულები, თიბისი ბანკის აქციების მფლობელები გახსებიან.

პროექტის მიმდინარეობა:

  • ინდივიდუალურად უნდა დარეგისტრირდე, ამ ბმულზე
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მიიღებ დავალებას – ქეისს, რომელიც 8 დეკემბრამდე ინგლისურ ენაზე უნდა მოამზადო.
  •  ჩვენი ჟიურის წევრები შეარჩევენ შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს, რომლებიც 15 დეკემბერს წარადგენენ პრეზენტაციას, რის შემდეგაც შეირჩევიან ფინალისტები.
  • ფინალური ეტაპი გაიმართება ქალაქგარეთ. ფინალისტ გუნდებს ადგილზე დავაკომპლექტებთ და ჯგუფურ დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ.
  • გამარჯვებული გუნდები შესრულებული დავალების მიხედვით გამოვლინდებიან.
  • პრიზის სახით თიბისი ბანკის აქციებია დაწესებული:
    • პირველ ადგილზე გასული გუნდი – 100 აქცია
    • მეორე ადგილზე გასული გუნდი – 50 აქცია