IBSU-ში VRex Immersive-ის თანადამფუძნებელთან გაიმართა შეხვედრა
21.12.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის სტუდენტური კლუბის, “InnoWave”-ის ორგანიზებით VRex Immersive-ის თანადამფუძნებელთან და ლიმონ 10-ის წამყვანთან – ნიკოლოზ გოგოჭურთან, გაიმართა შეხვედრა
საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე : ,,მოუსმინე ბაზარს”. მოწვეულმა სპიკერმა სტუდენტებს სტარტაპის კეთების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა მარცხის მნიშვნელობაზე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
მისი სტარტაპი, VRex Immersive, Startup Grind-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 50 საუკეთესო სტარტაპში აღმოჩნდა 7000-დან და მონაწილეობა მიიღო Silicon Valley-ში ჩატარებულ გლობალურ გამოფენაში.
ვისაც სტარტაპ ეკოსისტემა გაინტერესებთ შეგიძლიათ გაეცნოთ ნიკოლოზ გოგოჭურის იუთუბ არხს: https://www.youtube.com/watch?v=s81s0wRUfKQ