IBSU იწყებს ნივთების შეგროვებას თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის
10.02.2023IBSU უერთდება საქველმოქმედო აქციას და თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის IBSU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
მსურველებმა ნივთები უნდა დატოვონ IBSU-ს A კორპუსში, 108-ე ოთახში, 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
საჭირო ნივთების ჩამონათვალი:
- ქურთუკი – პალტო
- საწვიმარი
- ჯემპრი
- ხელთათმანი
- შარფი – კაშნე
- ბერეტი
- წინდა
- საბანი
- საძილე ტომარა
- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- ბავშვთა კვება
- ბავშვის საფენები
- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
- ქალის ჰიგიენური პაკეტები.
შეგროვილი ნივთები გადაეცემა საქართველოში თურქეთის საელჩოს.