[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში

13.02.2023

2023 წლის 26 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა და პროგრამების ენა C++-ის ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 5 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში გადაეცემათ გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომები.

ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:

  • 09:30 – 10:00 – საცდელი ტური
  • 10:00 – 15:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური

საკონტაქტო პირი: გიორგი მანდარია, მობილური: 599 42 92 34; ელფოსტა: mandariag@gmail.com