[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი

13.04.2023

თსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება 2023 წლის 7-9 ივლისს. მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰუმანიტარული და სხვა  დარგებიდან.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კულტურათაშორისი ურთიერთობის საკითხები: ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრობლემები;
  • მრავალკულტურული საზოგადოების გამოცდილება და გამოწვევები: ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი საკითხები;
  • ცივი ომის დასრულება და ტრანზიციის პრობლემები;
  • იდენტობა, ნაციონალიზმი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა;
  • წარსულის აღქმა და ინტერპრეტაცია, კოლექტიური მეხსიერება, მეხსიერების პოლიტიკა;
  • კულტურული ტრავმა სხვადასხვა მეცნიერების პერსპექტივიდან;
  • იმპერიული გამოცდილება და მისი გააზრება;
  • რევოლუციები, ტოტალიტარული რეჟიმები, კოლონიალიზმი და პოსტკოლონიალიზმი;
  • ენა, ტექსტი, ავტორი, მკითხველი;
  • წარსულის არტეფაქტები, ძეგლები, ტრადიციები: ისტორიის რეკონსტრუქცია;
  • კულტურის პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობა;
  • რეგიონული კვლევები: კავკასია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი;
  • გლობალური სამყარო და თანამედროვე გამოწვევები: ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, პოსტკოვიდური მსოფლიო, საერთაშორისო ტერორიზმი, ომი უკრაინაში.
  • აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება. ახალგაზრდული სუბკულტურები.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: თსუ

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:

  • მოხსენება – 20  წუთი;
  • მსჯელობა – 10 წუთი;

სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი:  7-9 ივლისი, 2023

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  30 აპრილი, 2023

მიღებული თეზისების რეცენზირება  – 15  სექტემბერი, 2022  – 15 მაისი, 2023

ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ თეზისების გამოგზავნიდან 1 თვის ვადაში.

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 30 მაისი, 2023  (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);

მოხსენების სრული ტექსტის გადმოგზავნის ვადაა 30 აპრილი, 2023. გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).

პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 30 მაისი, 2023;

თეზისების მოცულობა:  400-500 სიტყვა;

გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ  დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო
გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):

  • ქართველი მომხსენებლებისთვის – 100 ლარი ;
  • უცხოელი მომხსენებლებისთვის – 100 ევრო;
  • ქართველი თანაავტორობისათვის (თითო თანაავტორი) – 50 ლარი;
  • უცხოელი თანაავტორებისათვის  (თითო თანაავტორი) –   50 ევრო;

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (7 ივლისი, 2023);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (7-9 ივლისი, 2023);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება.

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების  ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
  • ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;

მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი – TRESGE22;

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო. საკონტაქტო პირები: ირაკლი ჩხაიძე,  ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი,  ნათია ფუტკარაძე, ირინა ნოზაძე.

ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge