განათლების სამინისტრომ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა დაიწყო
17.09.2023საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა დაიწყო!
მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო გრანტით დაფინანსებას.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ 26 სექტემბრის ჩათვლით – https://socreg.mes.gov.ge/login/
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.