IBSU-მ საადვოკატო ბიუროსთან “ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” მემორანდუმი გააფორმა
28.12.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საადვოკატო ბიურომ „ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და საადვოკატო ბიუროს დირექტორმა სალომე ბეჟაშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.