ბერგოფის ფონდის სემინარი
09.01.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების, სასწავლო კურსის “მოლაპარაკებები და კონფლიქტების გადაწყვეტა” ფარგლებში გაიმართა სემინარი და დისკუსია.
შეხვედრაზე განიხილეს ბერგოფის ფონდის მიერ მომზადებული ანიმაციები ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები პიროვნებების ინდივიდუალურ ბიოგრაფიულ ინტერვიუებზე დაყრდნობით.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა, სოფო გოგსაძემ და მარიამ ცხოვრებაშვილმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს ფონდის მიერ შეგროვებული ასობით ინტერვიუდან რამდენიმეს საფუძველზე მომზადებული ანიმაციები, რომელიც შეირჩა 1992/93 წლების ომის შედეგად დაზარალებული ქართველი და აფზახი მხარის პირადი ისტორიების არქივიდან.