IBSU-მ ტაშკენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
01.04.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაშკენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, თამთა ცქიტიშვილმა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ სტუმრებს IBSU-ს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რომელმაც სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.