[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ ზიგენის უნივერსიტეტის მკვლევარის ლექციას უმასპინძლა

17.04.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: “IoMT-სა და CMS-ის როლი ციფრულ სამყაროში”. ლექცია ჩაატარა ემზარ აბჟანდაძემ.

ემზარ აბჟანდაძემ ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიც არის: IoMT-ის (სამედიცინო საგნების ინტერნეტი) შესავალი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში; ჯანდაცვის სისტემებში ინტეგრაციის მნიშვნელობა; კონტენტის მართვის სისტემების(CMS) მიმოხილვა; CMS-ის როლი IoMT ინტეგრაციაში (საკუთარი ნაშრომის მაგალითზე); სხვა კვლევები და მაგალითები; სამომავლო ტენდენციები ლექციას ესწრებოდნენ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.