[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

26.04.2024

IBSU-მ უმასპინძლა ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მასიმილიანო ბერზოტის (იტალია), ადრიანა ფილიფის (საფრანგეთი), ჯორჯ მულლერს (დიდი ბრიტანეთი) და ევგენია ნივაკოვიჩს (სერბეთი).

შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ უნივერსიტეტის და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო პოტენციალის შეფასების მიმართულებით. ასევე, ყველაზე მოწინავე სამეცნიერო მონაცემთა ბაზები სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, მათ შორის: Web Of Science, ProQuest, Derwent, InCites და სხვ.

შეხვედრას წარუძღვნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, პროფ. მარიამ რაზმაძე, IBSU-ს პრორექტორი კვლევით დარგში, პროფ. თეა კბილცეცხლაშვილი და IBSU-ს პრორექტორი სასწავლო დარგში, პროფ. სალომე კუჭუხიძე.  შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

Clarivate Analytics, როგორც გლობალური ლიდერი სანდო და ინოვაციური ანალიტიკის სფეროში, აერთიანებს მდიდარ მონაცემებს, ანალიტიკას და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის.