ნიკა ჩიტაძე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
02.05.2024IBSU-ს პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეორე კონფერენციაში, რომელიც ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების ანალიზს და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიმდინარე ცვლილებების განხილვას.