IBSU-მ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან “სახლი” მემორანდუმი გააფორმა
12.06.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან “სახლი.”
მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით.
ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების ცნობადობის ამაღლებასა და განვითარებას პიროვნული ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.