IBSU-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა
21.06.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული 30-მდე წამყვანი კომპანია ესწრებოდა.
დასაქმების ფორუმზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და გაეცნენ მიმდინარე ვაკანსიებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს.
ასევე, IBSU-ს კარიერული კვირეულის ფარგლებში, მთელი კვირის განმავლობაში, სტუდენტებისთვის იმართებოდა კარიერული განვითარების სესიები. მოწვეულმა სპიკერებმა მიმოიხილეს თანამედროვე ტენდენციები და მიმართულებები დასაქმების ბაზარზე და ისაუბრეს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
ფორუმის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ნომინაციაში ‘ყველაზე ინტერაქტიური სტენდი’ თიბისი ბანკმა გაიმარჯვა.