ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
24.06.2024IBSU-ს ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, მათ შორის პროფესორ სებასტიან კოტს, რომელიც პოლონური ჟურნალის “მენეჯმენტის კვლევები” მთავარი რედაქტორია. პროდუქტიულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივებზე კვლევის და IBSU-ს ბიზნესის ჟურნალის განვითარების მიმართულებით. ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები. შეხვედრის დასასრულს, პოლონელმა სტუმრებმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის დელეგაცია ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონფერენციაზე მიიწვიეს.