IBSU-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს
24.06.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებასა და სააგენტოში საქმიანობის გზით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.