[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში იდეათონი – “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის” გაიმართა

26.06.2024

IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში
გაიმართა ორდღიანი იდეათონი – “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის.”

იდეათონის მონაწილეებმა იმუშავეს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე,
რომლებიც კავშირშია ტექნოლოგიებთან და წარადგინეს ინოვაციური იდეები მოცემული
გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

ორდღიანი იდეათონის ფარგლებში, შერჩეული სტუდენტური გუნდები შეხვდნენ
განათლების, სტარტაპის, ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტებს, რომლებმაც მენტორობა
გაუწიეს თავიანთი მიმართულებით და დაეხმარნენ სტუდენტებს იდეების საბოლოოდ
ჩამოყალიბებაში.

ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ:

● ნანა დიხამინჯია – კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი, Clear
Signal Solutions-ის თანადამფუძნებელი

თინი მამუჩაშვილი- სტარტაპ Neuropilot-ის თანადამფუძნებელი

● ნუკრი ტუსიშვილი- Full Stack დეველოპერი, ისრაელის ბანკის PTbox-ის შეფ
პროდუქტ მენეჯერი

● სანდრო კანდელაკი- სტარტაპ Student Hunt-ის თანადამფუძნებელი, ტერა ბანკის
ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი

ღონისძიების დასრულების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს IBSU-ს სიმბოლური პრიზი
გადაეცა.