IBSU-ს სტუდენტებმა “სტუდფესტი 2024-ში” მიიღეს მონაწილეობა
08.07.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (#IBSU) 400-ზე მეტმა სტუდენტმა 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ შიდასაუნივერსიტეტო ტურნირებსა და შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა. 118-მა გამარჯვებულებმა #სტუდფესტი2024-ის ფარგლებში ჩატარებულ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე IBSU-ს სახელით იასპარეზა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ ტურნირებსა და შეჯიბრებებში გამარჯვება მოიპოვეს #IBSU-ს სტუდენტებმა:
- თეიმურაზ კვიკვინია — ჭადრაკის ტურნირის ჩემპიონი ვაჟთა შორის
- ბაგრატ კაკაჩია — შაშის ტურნირის ჩემპიონი
- მათე მარღანია — ქართული ჭიდაობის ტურნირი, II ადგილი
- თამარ თინიკაშვილი, ქეთევან მიროტაძე, თამარ თოდრია, ანანო ნანავა, გაგა ფანჩულიძე, დავით ეფრემიძე — კარტინგის ტურნირი, II ადგილი
- ნინო გურგენიძე, ბაქარ ახვლედიანი — სპორტულ-ინტელექტუალური თამაში სითი გეიმი, II ადგილი
IBSU ასევე ჩაერთო მოხალისეობის კონკურსში პროექტით – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. მოხალისეობის კომპონენტი მიზნად ისახავდა ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას და მხარდაჭერას. პროექტის მონაწილეებმა კლინიკებსა და ბავშვთა სახლში მოინახულეს მოზარდები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
IBSU-ს სტუდენტები დაესწრნენ #სტუდფესტის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა. მინისტრმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალური პრიზები გადასცა.
სტუდფესტს წელს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავდა.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.