[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს ლექტორები ლონდონში მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ დაესწრნენ

19.07.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი, აფილირებული-ასისტენტ პროფესორი, გურანდა ხაბეიშვილი და მოწვეული ლექტორი სალომე გურეშიძე დაესწრნენ მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ (ECE2024), რომელიც ლონდონში გაიმართა.

IBSU-ს ლექტორების პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ თემებს:

  • სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: მასწავლებლების აღქმა განათლებაში ChatGPT-ის გამოყენების შესახებ (ნატო ფაჩუაშვილი)
  • ინტერაქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მოტივაცია და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება (გურანდა ხაბეიშვილი)
  • ვიდეოჩანაწერის გამოყენების ეფექტურობა მოსწავლეთა მეტყველების უნარების გასაუმჯობესებლად (სალომე გურეშეძე)

კონფერენცია გაიმართა ბირკბეკთან, ლონდონის უნივერსიტეტთან, IAFOR-ის კვლევით ცენტრთან ოსაკას საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის სკოლაში (OSIPP) ოსაკას უნივერსიტეტთან და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯთან (UCL) პარტნიორობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 670-ზე მეტმა აკადემიკოსმა 80-ზე მეტი ქვეყნიდან. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა იდეების და შეხედულებების გაცვლა განათლების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმზე. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს პარტნიორობას ეროვნულ და დისციპლინურ საზღვრებს შორის.