[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ღია კარის დღე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე

27.07.2024

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ღია კარის დღე ჩაატარა.

სკოლის დეკანმა, პროფ. მარიამ რაზმაძემ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა და შესაძლებლობები, პროგრამაზე მიღების პირობები, სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სწავლების უპირატესობები.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს IBSU-ში პირველად ამოქმედდა ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა გერმანიის  და 3 პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამამ გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია ASIIN სააკრედიტაციო სააგენტოს მიერ, ხოლო შემდგომში მოიპოვა აღიარება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის EQE -ს მიერ. სწავლების პირველივე წელს პროგრამაზე ჩაირიცხა 99 სტუდენტი ყველა პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.

პროგრამის შესახებ მეტი დეტალების სანახავად გთხოვთ იხილოთ ბმული: https://ibsu.edu.ge/ge/ca-page/management-and-computer-science/